вторник, 24 июля 2012 г.


პროექტის  სახელწოდება:  ვახტანგ  VI-ის საგანმანმათლებლო მოღვაწეობა  ,, ქართული სტამბის დაარსება“;
პროექტის მთავარი იდეა: ვახტანგ VI-ის  საგანმანათლებლო მოღვაწეობის სიღრმისეული გაცნობა;
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებმა გაითავისონ   ვახტანგ  VI-ის უდიდესი  როლი  საქართველოს  კულტურის  განვითარებაში.   ქართული სტამბის დაარსებით  გამოწვეული წინგადადგმული  ნაბიჯის მნიშვნელობის გააზრება;
პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებში  კვლევა-ძიების,  კიმუნიკაციის , კრიტიკული  აზროვნების, პრეზენტაციის,  ანალიზის    უნარ-ჩვევების  განვითარება. 
მოსწავლეთა ასაკი:  16 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი  თვე.
მოსალოდნელი   შედეგები,  პროდუქტები რაც შეიძლება  შეიქმნას:  შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები, ელექტრონული   ჟურნალი  ,,ვახტანგ  VI -ის   საგანმანათლებლო  მოღვაწეობის  შესახებ“. აგრეთვე  ქართულ   სტამბაში დაბეჭდილი წიგნების  ამსახველი სურათები. შეიქმნება ბლოგი , რომელზეც  განთავსდება შექმნილი  ელექტრონული მასალები,  შეიქმნება ანგარიში.
პროექტისათვის  საჭირო რესურსები:  კომპიუტერი,პროექტორი,  ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ  შეიქმნება  პროექტის გეგმა  და  მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეთა  ერთ ნაწილს დაევალება მოიძიონ და   ელექტრონულად აკრიფონ  ვახტანგ VI-ის ბიოგრაფიული  ცნობები,  მეორე  ნაწილს დაევალება  ვახტანგ  VI-ის  მიერ შექმნილი ქართული  სტამბის ირგვლივ არსებული  ინფორმაციის  მოძიება და  აკრეფა. მესამე ნაწილს დაევალება  საპრეზენტაციო ფაილების გაფორმება.  შემდგომ   მოხდება  საერთო  დასკვნების  გამოტანა  და ერთმანეთთან შეჯერება. ყველა  ამ იმფორმაციაზე  დაყრდნობით   პროექტის  მონაწილენი  იმუშავებენ  ელექტრონული  ჟურნალის  ,, ვახტანგ VI-ის საგანმანათლებლო მოღვაწეობა-ქართული სტამბის  დაარსება“ შექმნასა  და  რედაქატირებაზე. შეიქმნება  პროექტის  ანგარიში  და მოხდება  პროექტის  პრეზენტაცია  სკოლის  მასწავლებლებისა   და  მოსწავლეების   წინაშე.  პროექტის   დასასრულს  მოსწავლეები  შეავსებენ  თვითშეფასების  ბარათებს.
ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი: ისტორია, ისტ.

პროექტის  ხელმძღვანელი:  ლილი  ზოიძე.
ხელმძღვანელის  ელ .ფოსტა:  l.zoidze2012@gmail.com.
პროექტის ბლოგი: charnali.Blogspot.com


გაკვეთილის  გეგმა






Комментариев нет:

Отправить комментарий